lider-bet.com

რატომ ტოვებს ვარანი "რეალს" - მთავარი მიზეზი გაირკვა

რატომ ტოვებს ვარანი "რეალს" - მთავარი მიზეზი გაირკვა

როგორც მოგეხსენებათ, რაფაელ ვარანი ძალიან ახლოს არის მადრიდის "რეალის" დატოვებასთან, მისი დატოვების მთავარი ფავორიტი კი "მანჩესტერ იუნაიტედია".

ფრანგ მცველს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, გახანგრძლივება კი არ სურს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, ამის მთავარი მიზეზი ფული იყო. ვარანს იმაზე მეტი ანაზღაურება სურდა, ვიდრე "ბლანკოსი" სთავაზობდა.

Goal-ის ცნობით, ეს ინფორმაცია სიცრუეა და რაფას მთავარი ინტერესი არა ფული, არამედ ახალი გამოცდილება იყო.

მსოფლიო ჩემპიონს სურს, რომ თავი ახალ ჩემპიონატში გამოსცადოს და გამოცდილება დაიმატოს, რაც თავად "რეალმაც" იცის.

მედიის მტკიცებით, ვარანმა "იუნაიტედთან" კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

2 თვის წინ
483 / 1
Cristiano Ronaldo
user
თამაზი ადამიანს უქრება ტელევიზორის ყურების სურვილი.. მის გარეშე თამაში რა უნდა იყოს
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კროოსი, მარსელო, ბეილი, კარვახალი, სებალიოსი, მენდი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ