როდის შედგება "პსჟში" რამოსის დებიუტი - ახალი ინფორმაცია

როდის შედგება "პსჟში" რამოსის დებიუტი - ახალი ინფორმაცია

როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონის დასრულების შემდეგ, სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსტით დატოვა და "პარი სენ-ჟერმენს" მიაშურა.

ესპანელმა მცველმა ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გასულ დღეებში გაიარა და დებიუტს ელოდება, რომელიც წესით და რიგით ოთხშაბათს უნდა შემდგარიყო, თუმცა "აუგსბურგთან" გასამართ შეხვედრაში რამოსი არ გაემგზავრა.

ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, სერხიო გუნდთან ერთად ვარჯიშობს თუმცა დებიუტისთვის მზად არ არის, ამის მიზეზად კი, მისი ტრავმისკენ მიდრეკილება სახელდება.

დიდი ალბათობით, ესპანელი მცველი "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით პირველ შეხვედრას "ჯენოასთან" (24 ივლისი) ან "სევილიასთან" (27 ივლისი) ჩაატარებს.

5 დღის წინ
276 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ