ალაბა:"ვეცდები მალე გამოვნახო საერთო ენა თანაგუნდელებთან"

ალაბა:"ვეცდები მალე გამოვნახო საერთო ენა თანაგუნდელებთან"

 როგორც მოგეხსენებათ, დავიდ ალბა უკვე ოფიციალურად მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია. ავსტრიელი დღეს წარადგინეს და თავის ინტერვიუდან ნათლად გამოჩნდა, რომ ბედნიერია აქ მოსვლით.

"ძალიან მიხარია "ბლანკოსის" ღირსების დაცვა. ესპანური ? რაღაც სიტყვები ვიცი ესპანურად, რადგან "ბაიერნში" ხშირად მქონდა შეხება ესპანელ ფეხბურთელებთან.

მე ჯერ კიდევ ნორმალურად არ ვიცი ეს ენა, მაგრამ, რაც შეიძლება მალე ვეცდები ავითვისო, რათა ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესი მალე გავიარო. ძალიან არ მინდა ენის ბარიერის გამო თანაგუნდელებთან დაბრკოლებები შემექმნას" - ნათქვამია მის ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ალაბა "რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა და ყოველწლიურად მას 11 მილიონი ექნება ხელფასი.

5 დღის წინ
214 / 0
Cristiano Ronaldo
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ