"მან ბოდიში მომიხადა" - ფიგუ პერესის ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს

"მან ბოდიში მომიხადა" - ფიგუ პერესის ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის აუდიო ჩანაწერები მედიაში მთავარი განსახილველი საკითხი იყო.

"El Confidental"-მა ფლორენტინოს სკანდალური მასალები გამოუქვეყნა. მათ შორის იყო საუბარი ლუიშ ფიგუზეც, რომელსაც ლეგენდების "ელ კლასიკოს" შემდეგ ჟურნალისტებმა აღნისნულ თემასთან დაკავშირებთ კითხვა დაუსვეს.

"პირადი საუბრებიდან შეიძლება ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების ამოღება. მე მქონდა შესაძლებლობა პერესთან მესაუბრე და მან ბოდიშიც მომიხადა. ჩემთვის ეს თემა დახურულია", - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ აუგად მოიხსენიებს"ბლანკოსის" პრეზიდენტი კლუბის ლეგენდებს მათ შორის რონალდუს, კასილასს და ა.შ 

5 დღის წინ
120 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ