იქნება თუ არა ტრანსფერი - მადრიდში დაცვაში არსებული მდგომარეობა განიხილეს

იქნება თუ არა ტრანსფერი - მადრიდში დაცვაში არსებული მდგომარეობა განიხილეს

როგორც მოგეხსენებათ, უდიდესი ალბათობით, რაფაელ ვარანი მადრიდის "რეალის" რიგებს მალე დატოვებს და იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს შეუერთდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურად არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით რაფა კვლავ "სამეფო გუნდის" მცველია.

"El Larguero"-ის ინფორმაციით, "ბლანკოსში" დაცვაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. როგორც ირკვევა, მადრიდელები რაფას წასვლის გამო ცენტრალური მცველის დამატებასაც კი განიხილავდნენ, თუმცა ედერ მილიტაოს მიერ ნაჩვენებმა კარგმა თამაშმა მათ აზრი შეაცვლევინა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, "რეალში" მომდევნო სეზონში ალაბას, ნაჩოს, მილიტაოს და ვალეხო/ჩუსტის იმედზე არიან. აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ მადრიდელებმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მცველი დაიმატონ, საკმაოდ მცირეა.

5 დღის წინ
1101 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ