ის არ გაიყიდება - ვის მიიჩნევენ "რეალში" ხელშეუხებელ ფეხბურთელად

ის არ გაიყიდება - ვის მიიჩნევენ "რეალში" ხელშეუხებელ ფეხბურთელად

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალის" ქომაგებს ვინისიუს ჟუნიორის საკმაოდ დიდი იმედი ჰქონდათ, განსაკუთრებით არაერთ "ელ კლასიკოში" ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ, ფაქტია, რომ ბრაზილიელი იმედებს ვერ ამართლებს.

გასული სეზონის განმავლობაში არაერთხელ დაიწერა კიდეც, რომ მან შეიძლება "სამეფო გუნდის" რიგები დატოვოს.

თუმცა ესპანელი ჟურნალისტი ხოსე ლუის სანჩესი სწორედ ვინისიუსთან დაკავშირებთ ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც "ბლანკოსში" ბრაზილიელ ვინგერს ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევენ და იგი ტრანსფერზე არაფრის დიდებით არ დადგება.

შეგახსენებთ, რომ იყო საუბრები მის სხვადასხვა ტრანსფერში შესაძლო ჩართვაზე, თუმცა როგორც ჩანს, ვინის კვლავ თეთრი მაისურით ვიხილავთ.

5 დღის წინ
387 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ