"რეალმა" რამოსის შემცვლელს მიაგნო - ვისი ტრანსფერი სურს კლუბს

"რეალმა" რამოსის შემცვლელს მიაგნო - ვისი ტრანსფერი სურს კლუბს

როგორც მოგეხსენებათ, გასულ თვეში სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალის" რიგები დატოვა, რამდენიმე დღის წინ კი, ოფიციალურად, "პარი სენ-ჟერმენის" რიგებს შეუერთდა.

ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა CalcioMercato-ს ცნობით, "ბლანკოსში" ესპანელი მცველის შემცვლელს უკვე მიაგნეს.

როგორც ირკვევა, კლუბი ჯორჯო კიელინის ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც თავისუფალი აგენტია, შესაბამისად მისი მოყვანა კლუბს სრულიად უფასოდ შეეძლება.

იტალიელ მცველს როგორც "რეალი", ასევე "იუვენტუსი" 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, მოთამაშის პოზიცია კი, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო და "სკუადრა აძურის" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

1 კვირის წინ
3263 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ