19 წლის ქართველი მთავარ გუნდში დააწინაურეს - ის "რეალს" დაუპირისპირდება

19 წლის ქართველი მთავარ გუნდში დააწინაურეს - ის "რეალს" დაუპირისპირდება

"ალავესის" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ კალეხამ ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი გაგუა მთავარ გუნდში დააწინაურა.

აქამდე, 19 წლის შემტევი სარეზერვო გუნდის წევრი იყო, თუმცა ლა ლიგაში აღზევებასთან ერთად, შანსი გაგუასაც მიეცა. როგორც ირკვევა, კალეხა მას ახალი სეზონისთვის ამზადებს.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის პირველივე ტურში ისინი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან და თუ გაგუას შანსი მიეცა, შესაძლოა, 19 წლის შემტევი "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ ვიხილოთ.

ცნობისთვის, "რეალსა" და "ალავესს" შორის მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.

1 კვირის წინ
6865 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ