რისკიანი ნაბიჯი - რა ბედი ელის ანჩელოტის ხელში გუნდის ერთ-ერთ ლიდერს

რისკიანი ნაბიჯი - რა ბედი ელის ანჩელოტის ხელში გუნდის ერთ-ერთ ლიდერს

როგორც მოგეხსენებათ, კაზემირო გასულ წლებში მადრიდის "რეალის" ნახევარდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი კვლავ კარიერის საუკეთესო სეზონებს ატარებს, შესაძლოა, მისი როლი "რეალში" სრულებით შეიცვალოს.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, შესაძლოა, კაზემირო სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად ვერ ვიხილოთ.

მიზეზი შემდეგია: კარლო ანჩელოტი ისეთი ნახევარდაცვით თამაშს ანიჭებს უპირატესობას, რომელშიც ყველა მოთამაშე ბურთს კარგად ათამაშებს, გათამაშების უნარი კი კაზემიროს პლიუსი ნამდვილად არ არის.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობები ერთ რამეზე მეტყველებს - წინ დიდი ექსპერიმენტები გველის.

1 კვირის წინ
2486 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ