როგორ უნდა შეკრას "რეალმა" ახალი გალაქტიკო - სუპერ გეგმა

როგორ უნდა შეკრას "რეალმა" ახალი გალაქტიკო - სუპერ გეგმა

მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დიდი მოლიდინებით ხვდება, ცნობილი ესპანური გამოცემა Diario AS გეგმას გვთავაზობს, თუ როგორ უნდა შეკრას "რეალმა" ახალი გალაქტიკო.

გავლენიანი წყაროს ცნობით, სამეფო კლუბი გუნდიდან 10 მოთამაშის გაშვებას აპირებს, თუ ეს მართლა მოხდა, "რეალი" შესაძლო 10 ფეხბურთელის გაყიდვით, Transfermarket-ზე მათ ღირებულებაზე დაყრდნობით დაახლოებით 270 მილიონ ევროს მიიღებს.

მადრიდული გუნდი კი ამ თანხის მეშვეობით მთავარი სამიზნეების ხელში ჩაგდებას შეძლებს, საუბარია კილიან მბაპეს და ედუარდო კამავინგას შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს სატრანსფერ ღირებულება 160 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო კამავინგას შეძენა სამეფო კლუბს 60 მილიონის ფარგლებში დაუჯდება.

არუნდა გამოგვრჩეს, რომ "რეალმა" უკვე შეძლო ზაფხულის პირველი ტრანსფერის განხორციელება დავიდ ალაბას სახით, ასევე მარტინ ოდეგოორი და ბრაჰიმ დიასიც შეიძლება განათხოვრებიდან გუნდს დაუბრუნდეს.

თუ ეს გეგმა წარმატებით ჩაივლის, მადრიდის "რეალი" ახალ გალაქტიკოს ააწყობს და გუნდი, როგორც ესპანეთის ჩემპიონატის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გახდება.

1 თვის წინ
1519 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ