"კარლო ანჩელოტი მას პირადად დაელაპარაკება" - ფაბრიციო რომანო

"კარლო ანჩელოტი მას პირადად დაელაპარაკება" - ფაბრიციო რომანო

როგორც მოგეხსენებათ, რაფაელ ვარანის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ევრო 2020-ის შემდეგ გუნდი დატოვოს, თუმცა იქამდე დიდი დროა და ბევრი რამ შესაძლოა შეიცვალოს.

ფაბრიციო რომანომ დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი თქმით, იტალიელი სპეციალისტი პირადად გაესაუბრება ფრანგ მცველს და შეეცდება დაარწმუნოს დარჩენაში.

აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თვითონ გუნდის ხელმძღვანელობა არ იჩენს ინტერესს რაფას შენარჩუნებაში და ცდილობენ 60 მილიონად გაყიდონ.

28 წლის ფეხბურთელით "ჩელსი", "იუნაიტედი" და მთავარი ფავორიტი "პარის სენტ-ჟერმენი" ინტერესდება.

1 თვის წინ
412 / 0
Cristiano Ronaldo
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ