რამოსის პრიორიტეტი ვარსკვლავებთან თამაშია - უარით გასტუმრებული გრანდები

რამოსის პრიორიტეტი ვარსკვლავებთან თამაშია - უარით გასტუმრებული გრანდები

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსმა უკვე ოფიციალურად დატოვა მადრიდის "რეალი", თუმცა ახალი გუნდის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

უამრავი საუბრები მიდის იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას ესპანელი, დღეს კი დაიწერა, რომ 35 წლის ფეხბურთელი "ჩელსისაც" მოუნდა.

AS-ის თქმით, სერხიო რამოსს სულ სხვა გეგმები აქვს რეალურად. ლონდონურმა კლუბმა შესაძლოა კარგი კონტრაქტი შესთავაზოს, მაგრამ მას ვარსკვლავებთან თამაში სურს, როგორიცაა კლიან მბაპე და ნეიმარი, ასევე დავუმატოთ ანხელ დი მარიასა და კეილორ ნავასის ფაქტორიც, რომლებთანაც წლებია უკვე მეგობრობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მას შესაძლოა კიდევ ერთხელ მოუწიოს თამაში კრიშტიანუ რონალდუსთან, რომელიც ახლოსაა "პარის სენტ-ჟერმენში" თამაშთან.

გასულ კვირას კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციამ გაიჟღერა. სერხიომ ყოფილ თანაგუნდელებს უთხრა, რომ ის უკვე ფაქტობრივად პარიზული გუნდის ფეხბურთელია.

1 თვის წინ
4006 / 0
Cristiano Ronaldo
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ