მადრიდის "რეალი" "ბაიერნის" ფეხბურთელით დაინტერესდა - სიტუაცია იძაბება

მადრიდის "რეალი" "ბაიერნის" ფეხბურთელით დაინტერესდა - სიტუაცია იძაბება

გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ მადრიდის "რეალი" "ბაიერნის" ფეხბურთელით დაინტერესდა.

საქმე 26 წლის ნახევარმცველს ლეონ გორეცკას ეხება, რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მიუნხენი დატოვოს.

ინფორმაციის თანახმად, გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებისთვის "ბლანკოსის" გარდა, კატალონიის "ბარსელონა" და მრავალი ინგლისური გრანდი იბრძოლებს.

მოგახსენებთ, ლეონს "ბაიერნთან" კარგი ურთიერთობა აქვს და დიდია იმის შანსი, რომ მან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

1 თვის წინ
192 / 0
Levani
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ