“რეალმა” ვარანის საბოლოო ღირებულება დაასახელა

“რეალმა” ვარანის საბოლოო ღირებულება დაასახელა

ეპსანური გამოცემა El Confidencial რაფაელ ვარანის მომავალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მადრიდის "რეალში" ეჭვობენ, რომ ფრანგმა მცველმა საკუთარი მომავალი უკვე გადაწყვიტა და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფარულ შეთანხმებას მიაღწია.

როგორც ირკვევა, ვარანისგან საბოლოო პასუხს კარლო ანჩელოტი ითხოვს, რომელმაც ფრანგს ვადა ივლისის ბოლომდე მისცა.

იმ შემთხვევაში, თუ ვარანი საკუთარ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, სამეფო კლუბი მის გასაყიდად მზად იქნება.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 50 მილიონი ევრო სახელდება.

1 თვის წინ
321 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ