ვინ დაემატება "რეალს" პრე-სეზონისთვის - ახალი ინფორმაცია

ვინ დაემატება "რეალს" პრე-სეზონისთვის - ახალი ინფორმაცია

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" 5 ივლისიდან 2021/22 სეზონისთვის მომზადებას იწყებს, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე არ იმყოფებიან.

ცნობილი გამოცემის AS-ის ინფორმაციით, პრე-სეზონზე სამეფო კლუბს კასტილიიდან 6 ფეხბურთელი დაემატება.

ესპანურ წყაროზე დაყრდნობით, ეს ფეხბურთელები არიან: ანტონიო ბლანკო, მარიო გილა, მიგელ გუტიერესი, ვიქტორ ქუსთი, მარვინი და არიბასი.

შეგახსენებთ, რომ ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან რამდენიმეს წინა სეზონშიც მიეცათ "რეალის" პიეველი გუნდის მაისურით ასპარეზობის შანსი.

1 თვის წინ
343 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ