როგორი იქნება "რეალის" შემადგენლობა მომდევნო სეზონში - სუპერ თერთმეტეული

როგორი იქნება "რეალის" შემადგენლობა მომდევნო სეზონში - სუპერ თერთმეტეული

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, მადრიდის "რეალი" კი რამდენიმე წლიანი პასიურობის შემდეგ, რამდენიმე ვარსკვლავური ტრანსფერისთვის ემზადება.

დავიდ ალაბას ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ავსტრიელი მცველი სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ხოლო ანაზღაურების სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე მოსალოდნელია კილიან მბაპეს ტრანსფერიც, რომლის შესახებ ჭორებიც ევროპულ მედიაში არ წყდება, გარეთ ბეილი კი უდიდესი ალბათობით, კლუბს 1-წლიანი იჯარის შემდეგ დაუბრუნდება.

ფრანგული გამოცემები სამეფო კლუბის და ედუარდო კამავინგას ურთიერთობაზეც იწერებიან, თუმცა ამ მომენტისთვის სერიოზული არაფერია.

თავის მხრივ, "ბლანკოსის" დატოვა სერხიო რამოსმა, იგივესთან ძალიან ახლოსაა მეორე ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი

ცნობილი ვებსაიტი Tribuna.com გვთავაზობს, თუ როგორი შეიძლება იყოს მადრიდის "რეალის" შემადგენლობა მიმდინარე სეზონში.

მეკარე: კურტუა;

მცველები: მენდი, ალაბა, მილიტაო, კარვახალი;

ნახევარმცველები: კაზემირო, კროოსი, ოდეგორი;

შემტევები: ბეილი, ბენზემა; მბაპე.

1 თვის წინ
6669 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ