რამოსს უფასოდ ვერ დაიმატებენ - რა მოთხოვნა აქვს სერხიოს

რამოსს უფასოდ ვერ დაიმატებენ - რა მოთხოვნა აქვს სერხიოს

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალი" ოფიციალურად დატოვა.

El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხოსეპ პედრეოლი ესპანელ ვარსკვლავთან დაკავშირებით სიახლეს ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სერხიო თავისუფალი აგენტია მისი დამატება გრანდებს გაუჭირდებათ.

ინფორმაციის თანახმად, 35 წლის ცენტრალური მცველი მისი მსურველი კლუბებისგან ტრანსფერის ბონუსს 20 მილიონ ევროს ითხოვს. აგრეთვე წელიწადში ანაზღაურების სახით 15 მილიონის მიღება სურს.

მოგახსენებთ, რომ რამოსის გადაბირება "მანჩესტერ იუნატიედს" "სევილიას" და "პსჟ"-ს სურთ, თუმცა მოლაპარაკება ფეხბურთელს ჯერ არცერთ გრანდთან არ ჰქონია.

1 თვის წინ
5505 / 0
Levani
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ