რატომ აქვს მარსელოს მანქანის ტატუ - ბრაზილიელის ბავშვობის თბილი ისტორია

რატომ აქვს მარსელოს მანქანის ტატუ - ბრაზილიელის ბავშვობის თბილი ისტორია

მარსელოს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მისი მშობლები გვიანობამდე მუშაობდნენ, ჰქონდათ დაბალი ანაზღაურება და ოჯახის რჩენა კარგად არ შეეძლოთ. დედამისი მასწავლებლად მუშაობდა, ხშირად კი კაფეებსა და მაღაზიებში დამლაგებლად მუშაობდა. მამა კი მეხანძრე იყო.

მარსელო 9 წლიდან ფეხბურთს თამაშობს. ვარჯიშებზე მისასვლელად მას რიო დე ჟანეიროს ერთი ბოლოდან მეორეში მისვლა უწევდა, მაგრამ ოჯახს ავტობუსის ბილეთის ფულიც კი არ ჰქონდა, ამრიგად ბაბუა მას ყოველდღე თავისი ძველი მანქანით, Volkswagen Beetle-ით ატარებდა.

მარსელომ ამის შესახებ ისაუბრა.

"ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და უდიდესი კავშირი ჰქონდა ამ მანქანასთან. ბაბუა თან ვარჯიშზე მატარებდა, თან კი მანქანის ტარებას მასწავლიდა.

"ჯიბეში ერთი პენიც არ მქონდა. მაგრამ შემდეგ დავასკვენი: უნდა დააფასო ცხოვრების ყველა მომენტი და ისიამოვნო მისით. ეს ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. ახლა კი "რეალის" წევრი ვარ."

1 კვირის წინ
286 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ