ვარანის მსურველი გრანდების რაოდენობა გაიზარდა - ფრანგი "რეალიდან" წასვლასთან ახლოსაა

ვარანის მსურველი გრანდების რაოდენობა გაიზარდა - ფრანგი "რეალიდან" წასვლასთან ახლოსაა

El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხოსეპ პედრეოლი რაფაელ ვარანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ვარსკვლავის მსურველი გრანდების რაოდენობა გაიზარდა.

რაფას გადაბირებაში მრავალ კლუბს შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერობდა, თუმცა ტრანსფერში "ჩელსი" და "პსჟ' ჩაერთვნენ, რომლებიც მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ არანაკლებ 60 მილიონ ევროს შეელიონ.

მოგახსენებთ, რომ ვარანი "ბლანკოსში" 2011 წელს გადაბარგდა და მასთან ერთად 4 "უეფას" ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

1 კვირის წინ
166 / 0
Levani
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ