სერხიო რამოსი პერესს დაურეკავს, თუმცა ... - საგანგაშო ცნობა

სერხიო რამოსი პერესს დაურეკავს, თუმცა ... - საგანგაშო ცნობა

სერხიო რამოსის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ჯერ კიდევ ცნობილი არაა გაახანგრძლივებს თუ არა კაპიტანი კონტრაქტს, მაგრამ ამჟამინდელი მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ ის წავა.

დღეს საკმაოდ საინტერესო ნიუსი გაავრცელა ABC-მა, რომლის თანახმადაც, "რეალის" 4-იანი უახლოეს დღეებში პერესს დაურეკავს და აცნობებს, რომ თანახმაა მის შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე, თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება.

იგივე წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს შემდეგს - სერხიოს ეს თანხმობა უკვე დაგვიანებულია და ფლორენტინოს ვეღარ გადაარწმუნებს, შესაბამისად ესპანელის ამ ზარს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ სერხიო 2 წლიან კონტრაქტს ითხოვდა იგივე ხელფასით, ხოლო პრეზიდენტმა მას 1 წლიანი და ხელფასის 10%-ით დაკლება შესთავაზა.

1 კვირის წინ
255 / 0
Cristiano Ronaldo
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ