"რეალი" ლიდერს შეელევა - სატრანსფერო ფასი ცნობილია

"რეალი" ლიდერს შეელევა - სატრანსფერო ფასი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი სამეფო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ თანხმდება და გუნდის დატოვებას გეგმავს.

გავლენიანი ჟურნალისტი ხოსეპ პედრეროლი ამ თემასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

პედრეროლის ცნობით, "რეალმა" გადაწყვიტა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვარანი 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

ასევე ცნობილია, რომ მისი დამატების ფავორიტი, ინგლისური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედია", თუმცა "წითელ ეშმაკებთან" ერთად სხვა გრანდებსაც სურთ რაფას შეძენა.

1 კვირის წინ
335 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ