რაზე თქვა ზიდანმა უარი - “პსჟს” გასაოცარი შეთავაზება

რაზე თქვა ზიდანმა უარი - “პსჟს” გასაოცარი შეთავაზება

ცნობილი გამოცემის, Le10Sport-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტი დაბრუნდებოდა და კლუბი მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურასაც განიხილავდა, „პსჟ“-მ ზინედინ ზიდანს 3 წლიანი კონტრაქტი და სუპერ ტრანსფერები შესთავაზა.

ფრანგულ წყაროზე დაყრდნობით, ზიზუმ პარიზულ გუნდს შეუთვალა, რომ საფრანგეთში მისი გუნდი მხოლოდ „მარსელია“ და მთავარ მწვრთნელობას არ დათანხმდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "პარის სენ-ჟერმენი" კვლავ ცდილობს ზიზუს დარწმუნებას, თუმცა ესპანური გამოცემა Libertad Digital განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონს გასაწვრთნელი გუნდის გარეშე ჩაატარებს.

1 კვირის წინ
286 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ