"მონობა 1869 წელს დასრულდა" - ქომაგებმა "პსჟს" მფლობელს შეუტიეს

"მონობა 1869 წელს დასრულდა" - ქომაგებმა "პსჟს" მფლობელს შეუტიეს

"პარი სენ-ჟერმენის" მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეს შესახებ განცხადება გააკეთა, რომელიც მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს სულაც არ ესიამოვნებათ.

"კილიანი პარიზში დარჩება, ჩვენ მას არასდროს გავყიდით და ის უფასოდ არასდროს დაგვტოვებს" - განაცხადა პარიზული კლუბის მფლობელმა.

აღნიშნულ სიტყვებს სამეფო კლუბის ფანები ტვიტერზე აქტიურად გამოეხმაურნენ და ჰეშთეგით "#FreeMbappe" ალ-ხელაიფის შეუტიეს.

გთავაზობთ "ბლანკოსის" გულშემატკივრების რჩეულ გამოხმაურებებს ამ განცხადებასთან დაკავშირებით.

"მონობა 1869 წელს დასრულდა. #FreeMbappe"

"არ მესმის, თუ რატომ აკეთებს კლუბის მფლობელი მსგავს განცხადებას. #FreeMbappe"

"ფული ყველაფერი არ არის. ყველა კარგი მოთამაშე ოცნებობს რეალში მოხვედრაზე. კილიან, დროა შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მსოფლიოს საუკეთესო კლუბს შეუერთდე. #FreeMbappe"

2 კვირის წინ
2908 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ