მადრიდის "რეალი" სხვა ფეხბურთელს არ დაიმატებს - მოულოდნელი ცნობა

მადრიდის "რეალი" სხვა ფეხბურთელს არ დაიმატებს - მოულოდნელი ცნობა

მადრიდის "რეალს" თითქოს მიმდინარე ზაფხულს დიდი გეგმები უნდა ჰქონოდა, მაგრამ პრესაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

AS-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ამ წელს ფეხბურთელს არ დაიმატებს, იმ შემთხვევაში, თუკი კილიან მბაპემ მოსვლა არ ისურვა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან რთულად დასაჯერებელი ფაქტია, რადგან წინა სატრანსფერო პერიოდში ფლორენტინო პერესს არცერთი ცენტი არ დაუხარჯავს გუნდისთვის და ზინედინ ზიდანმა ფაქტობრივად მარტო იმ რესურსით მოახერხა 20-21 წლების ჩამთავრება, რომელიც სეზონის სტარტზე ჰქონდა.

კილიან მბაპეს რაც შეეხება, ის დიდი ხანია ფლორენტინოს სამიზნეა, თუმცა განსაკუთრებით ახლოს ახლაა, როცა ფრანგმა 4-ჯერ დაბლოკა "პარი-სენტ ჟერმენის" შემოთავაზება. 

2 კვირის წინ
4488 / 0
Cristiano Ronaldo
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ