logo

ისტორია



"რეალის" მაისური არის თეთრი. ის შეიძლება ტალახით, ოფლით ან სისხლით დაისვაროს, თუმცა არასდროს სირცხვილით" - სანტიაგო ბერნაბეუ.


დაარსება


1847 წლის დასაწყისში libre de ensenanza-ს ესპანელმა სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი, რომელსაც "Sky football club" უწოდეს. ეს იყო მადრიდის "რეალის" წინამორბედი კლუბი. გუნდი 50 კაცისგან შედგებოდა და მას სათავეში ხულიან პალასიოსი ედგა. მოედანი, სადაც ეს გუნდი თამაშობდა მადრიდში, ველასკესის ქუჩაზე მდებარეობდა და მას ხშირად სტუმრობდა დედოფალი მარია კრისტინა. მოედანს არ ჰქონდა გასახდელი და ფორმებს ფეხბურთელები საჭირო ოთახში იცვლიდნენ. გუნდი არსებობას დიდხანს აგრძელებდა, ხოლო 1902 წელს, 18 აპრილს გუნდის მესვეურთა საბჭომ ჩამოაყალიბა წესდება, გუნდს "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" ეწოდა, წესდება დამტკიცებული იქნება 22 აპრილს, ხოლო პირველი მატჩები ახალმა გუნდმა უკვე მაისში გამართა. საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ჩემპიონატს 1909 წელს, მისი დაარსებისთანავე შეურთდა. 


ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის შექმნას, სხვებთან ერთად, ხელი "მადრიდის" პრეზიდენტმა ალფონსო მელენდესმა. ხოსე ანხელ ბერაონდო თამაშობდა მნიშვნელოვან როლს იმ წარმატებაში, რასაც "მადრიდმა" 1905-1908 წლებში მიაღწია. ის იყო ერთდროულად, მოთამაშე, ვიცე-პრეზიდენტი და დროებითი პრეზიდენტიც კი. 1909 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ სან სებასტიანში და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი "რეალ სოსიედადი". "მადრიდის" პირველი ლოგო 1912 წელს შეიქმნა, იმ ხანებშივე გუნდი ო'დონელის მოედანზე, რომელიც იმ დროისთვის შესანიშნავ არენად ითვლებოდა.


პირველი წარმატებები 


დაარსებიდან პირველი ტიტული "მადრიდმა" 1905 წელს მოიპოვა. დედაქალაქელებმა "ბილბაო" ესპანეთის თასის ფინალში დაამარცხეს. შემდეგ ეს ტიტული კიდევ სამჯერ მოიგეს. 


1920 წელს კლუბს სახელი შეეცვალა და მადრიდის "რეალი" ეწოდა. მეფე ალფონსო XIII-ემ სახელი სამეფო წოდებასთან გააიგივა. 1931-32 წლების სეზონში "რეალმა" პირველად მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ხოლო შემდეგ წელს წარმატება გაიმეორა და გახდა პირველი გუნდი, ვინც ამ ყველაფრის გაკეთება შეძლო. 1932 წელს ესპანეთის მეორე რესპუბლიკის ეპოქაში სამეფო წოდება გუნდმა დაკარგა და სახელი "მადრიდი" დაიბრუნა. 


მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში ესპანეთში საფეხბურთო ბატალიები არ განელებულა. 1943 წელს "მადრიდმა" ისტორიაშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, "ბარსელონა" 11:1 დაამარცხა კოპა გენერალსიმუსის ნახევარფინალში. ტურნირი ფრანკოსადმი იყო მიძღვნილი, რომელიც იმ წლებში ესპანეთის დიქტატორი გახლდათ. "ბარსელონას" ფეხბურთელებისა და კლუბის მესვეურთა თქმით, მათზე იძალადეს და შეგედიც ასეთი სწორედ ამიტომ დადგა.მიუხედავად მათი პროტესტისა, ფიფა და უეფა ამ შედეგს სრულიად ლეგიტიმურად თვლის და 11:1 არის "რეალის" ყველაზე დიდი გამარჯვება "ბარსელონასთან". 


1945 წელს გუნდის პრეზიდენტი გახდა სანტიაგო ბერნაბეუ, ხოლო 1950 წელს შეიქმნა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდი, სახელწოდები "კანტერა". 1953 წლიდან კლუბმა მსოფლიო დონის ვარსკვლავების შეძენა დაიწყო, მათ შორის იყო ალფრედო დი სტეფანო, რომელიც "რეალის" ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად რჩება. 


1955 წელს ფრანგი ჟურნალისტის გაბრიელ ანოს იდეის მიხედვით, შეიქმნა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ევროპული გუნდები იღებდნენ, ეს ტურნირი დღეს ჩემპიონთა ლიგის სახელითაა ცნობილი და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებად ითვლება. 1960 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში "რეალმა" ფრანკფურტის "აინტრახტი" 7:3 დაამარცხა. 


მეექვსე ვიქტორია 1966 წლით თარიღდება, ფინალში ესპანური ფეხბურთის გიგანტმა ბელგრადის "პარტიზანი" 2:1 დაამარცხა. მადრიდის "რეალი" აღნიშნული გათამაშების უცვლელი ტრიუმფატორი იყო საწყის ეტაპზე, 1956-60 წლებში ესპანურმა გრანდმა ევროპული ტიტულის მოგება 5-ჯერ მოახერხა. 


1970-იან წლებში "რეალმა" 5-ჯერ მოახერხა ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვება, ხოლო 1971 წელს პირველად ითამაშა უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში. იქ "ჩელსისთან" 1:2 წააგო. 1978 წელს სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა. იმ პერიოდში არგენტინაში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მომდევნო წელს კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილებით შეიქმნა "სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის" ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად თამაშდება.


1980-იანი წლები და ბუტრაგენიოს ეპოქა


1980/1981 წლების სეზონს ჰქონდა "რეალისათვის" ცუდი დასასრული. 1981 წლის 26 აპრილს მათ დათმეს ჩემპიონობა მაშინ როდესაც მადრიდში უკვე ზეიმი იყო. "რეალ სოსიედადმა" 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში "ხიხონთან" და მოიპოვა ჩემპიონობა. ერთი თვის შემდეგ 27 მაისს ალან კენედის 82-ე წუთზე გატანილი გოლით ლივერპულმა რეალს მოუგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი. 


1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე". დაძაბულ ბრძოლაში იტალიამ 3-1 მოუგო გერმანიას. 1982 წლის 19 მაისს პრეზიდენტმა ლუის დე კარლოსმა რეალის მთავარ მწვრთნელად წარადგინა ალფრედო დი სტეფანო, ხოლო "კასტილიის" მწვრთნელად ამანსიო ამარო. 


ალფრედომ დატოვა მადრიდი 1964 წელს და დაბრუნდა 18 წლის შემდეგ. დი სტეფანომ ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტს და მაშინვე მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, მწვრთნელის რანგში რა თქმა უნდა. 1983/1984 წლების სეზონის ბოლოს დი სტეფანომ კვლავ დატოვა კლუბი. მას კონტრაქტი დაუმთავრდა 1984 წლის 30 ივნისს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა მისთვის კონტრაქტი. 


1984 წლის 12 დეკემბერს ემილიო ბუტრაგენიომ ევროპას აჩვენა თავისი შესანიშნავი თამაში ბელგიური "ანდერლეხტის" წინააღმდეგ. ბელგიელებს პირველი მატჩი მოგებული ჰქონდათ 3-0 და თავი უკვე უეფას თასის შემდეგ ეტაპზე გასულები ეგონათ, მაგრამ ბუტრაგენიომ ყველა მათი ოცნება დაამსხვრია.

ემილიომ გაიტანა 3 გოლი, 2 ვალდანომ და 1 სანჩისმა. საბოლოო ანგარიში 6-1. თავის ისტორიაში პირველი ორი უეფას თასი რეალმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგო. პირველი უნგრეთის "ვიდეოტონის" წინააღმდეგ (3-0; 1-0). მეორე გერმანული კიოლნის წინააღმდეგ (5-1; 0-2). 


1986/1987 წლების სეზონი ჩაიწერა ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში როგორც ყველაზე გრძელი სეზონი. 34 ტურის შემდეგ, გუნდებმა კიდევ 10 მატჩი გამართეს. პირველ ექვს ადგილზე გასული გუნდი იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის (რომელიც ბოლოს რეალმა მოიგო), მეორე ექვსეული უეფას თასზე გამსვლელი ადგილისათვის და ბოლო ექვსეული პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისათვის. 


"რეალმა" ბუტრეგენიოსთან და დანარჩენებთან ერთად მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ და გაიმეორა 1960/61 – 1964/65 წლებში მიღწეული რეკორდი. 1989/90 წლების სეზონში რეალმა დაამყარა კიდევ ერთი რეკორდი, გაიტანა 107 გოლი 28 თამაშში. ამ წლებში საუკეთესო იყო ბუტრაგენიო და უგო სანჩესი, რომელმაც მიიღო ოქროს ბუცი "სოფიის ცსკას" ფეხბურთელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად.


 1990 წლის 17 ნოემბერს ჯონ ბენჟამინ ტოშაკის გაშვების შემდეგ გუნდი ჩაიბარა ალფრედო დი სტეფანოსა და ხოსე ანტონიო კამაჩოს დროებითმა წყვილმა. ამ დროისათვის პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა ლუის არაგონესი დაეტოვებინა "ესპანიოლი" და გადმოსულიყო მადრიდში სამუშაოდ. არაგონესმა არ ისურვა კატალონიური კლუბის დატოვება და რეალის მწვრთნელად დანიშნეს რადომირ ანტიჩი.


 1990-იანები, ფლორენტინო პერესი და გალაქტიკო


1990-იანი წლების პირველი ნახევარი მადრიდის "რეალისთვის" წარუმატებელი გამოდგა. გუნდი განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევდა. 1996 წელს პრეზიდენტმა ლორენცო სანსმა მთავარ მწვრთნელად იტალიელი ფაბიო კაპელო დანიშნა. გუნდში ისეთ ფეხბურთელები მოვიდნენ, როგორებიც პრედრაგ მიატოვიჩი, დავორ შუკერი, კლარენს ზეედორფი და რობერტო კარლოსი არიან. გუნდში კი მათ ასევე ძლიერი ადგილობრივი კადრები დახვდნენ: რაული, ფერნანდო მორიენტესი და ფერნანდო იერო. 1998 წელს "რეალმა" თავისი 32 წლიანი პაუზა შეწყვიტა და ჩეპიონთა ლიგა მოიგო იუპ ჰაინკესის თავკაცობით.

1999 წელს "რეალის" თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე გახდა. მისი თავკაცობით "რეალმა" მერვედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2000 წლის ფინალში "სამეფო კლუბმა" "ვალენსიას" 3:0 მოუგო, გოლების გატანა მორიენტესმა, მაკმანამანმა და რაულმა მოახერხეს. 

2000 წელს "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა დაიწყო. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა, რომლის პოლიტიკაც მსოფლიოში უძლიერესი ფეხბურთელების ყიდვა და "გალაქტიკოს" ჩამოყალიბება იყო. 

მანდ თავიდანვე 270 მილიონი ევრო დახარჯა, რაც იმ დროისთვის უდიდესი თანხა იყო. პერესის ერთ-ერთი პირველი ხმაურიანი ტრანსფერი "ბარსელონადან" ლუის ფიგუს გადმობირება იყო. მოგვიანებით მადრიდში სათამაშოდ ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექჰემი, რონალდო, მაიკლ ოუენი და ფაბიო კანავარო ჩავიდნენ. მადრიდულმა გიგანტმა 2002 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში დელ ბოსკეს გუნდმა "ლევერკუზენი" დაამარცხა.


2006 წლის 27 თებერვალს ფლორენტინო პერესმა მადრიდის "რეალიდან" წასვლის შესახებ აცნობა საზოგადოებას. ამის შემდეგ გუნდში მცირე კრიზისი დაიწყო, თუმცა პერესის ბოლო სეზონში "სამეფო კლუბმა" ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც ჟულიო ბაპტისტა, რობინო და სერხიო რამოსი არიან. 2006 წლის ზაფხულში კი კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი გახდა.


კალდერონის პრეზიდენტობისას გუნდის სპორტული დირექტორის პოსტი პრედრაგ მიატოვიჩმა დაიკავა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გახდა. 2007 წელს გუნდმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო. 


პერესის დაბრუნება, კრიშტიანო რონალდო და ზიდანის სასწაული


2009 წლის 1 ივნისს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის პოსტზე ფლორენტინო პერესი დაბრუნდა. მან ახალი გალაქტიკოს აშენება დააანონსა. 2009 წლის ზაფხულში პერესმა მსოფლიოს ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელები კაკა და კრიშტიანო რონალდო იყიდა, ამ უკანასკნელში 95 მილიონი ევრო გადაიხადა. გუნდი მანუელ პელეგრინის ჩააბარა, ხოლო პირველი წარუმატებელი სეზონის შემდეგ გაუშვა და მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ჟოზე მოურინიო დანიშნა. მოურინიომ "სამეფო კლუბს" კოპა დელ რეი და ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა საერთო ჯამში პეპ გვარდიოლას "ბარსელონასთან" ხშირად იჩაგრებოდა. 


2014 წელს "რეალმა" ოცნება აიხდინა. 12 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში "სამეფო კლუბმა" თანაქალაქელი "ატლეტიკო" დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გამათანაბარებელი გოლი 94 წუთზე სერხიო რამოსმა გაიტანა. მთავარი მწვრთნელი იტალიელი კარლო ანჩელოტი გახლდათ.

2016 წლის დასაწყისში მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა. აღნიშნული მოვლენა ბევრმა ძალიან უარყოფითად აღიქვა. საფეხბურთო ექსპერტთა და ჟურნალისტთა ნაწილი თვლიდა, რომ ზინადი დაკისრებულ მოვალეობას თავს სათანადოდ ვერ გაართმევდა. ფრანგმა გუნდი მალევე მოირგო და უკვე მაისში მან "რეალს" მეთერთმეტედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. "სან სიროზე" გამართულ ფინალში ზიდანის გაწვრთნილმა თერთმეტეულმა კვლავ თანაქალაქელი "ატლეტიკო" დაამარცხა. 


მომდევნო, 2017 წელს "რეალმა" ჯერ ლა ლიგა მოიგო, ხოლო მოგვიანებით გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ ორჯერ მოახერხა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 3 ივნისს მადრიდულმა გრანდმა ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხა, ანგარიშით 4:1. წარმატებული აღმოჩნდა ზინედზინ ზიდანის მესამე წელიც "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. 2018 წლის 26 მაისს, კიევში, მთავარი საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "სამეფო კლუბმა" ინგლისური "ლივერპული" 3:1 დაამარცხა. 


2009 წლიდან 2018 წლამდე მადრიდის "რეალის" უდავო ლიდერი კრიშტიანო რონალდო იყო. ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა 2-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 4-ჯერ ოქროს ბურთი. რონალდო გუნდის ისტორიაში საუკეთსო ბომბარდირი გახდა. საერთო ჯამში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "რეალისთვის" 438 თამაში ითმაშა და მეტოქეთა კარის აღება 450-ჯერ მოახერხა. 

ამჟამად "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს კვლავ ზინედინ ზიდანი იკავებს, თუმცა წარმატებისკენ მიმავალ გზას ამჯერად იგი კრიშტიანო რონალდოს გარეშე იკვალავს.

poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 596
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ისკო, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ